veronika

მორჩა, მომწყინდა ასე ცხოვრება, თუ ამას ცხოვრება ჰქვია საერთოდ!
დილაადრიან ადექი, უკეთე ერთს –  ჰერკულესის ფაფა, მეორეს –  ერბო–კვერცხი, მესამე ერბოკვერცხსა და ჰერკულესს ვერ იტანს და აუცილებლად თხლად დაჭრილ პურზე კარაქიც თხლად უნდა გადაუსვა. მეოთხე თვითონ მე ვარ, მაგრამ  მე ბევრი არც არაფერი მინდა. უბრალოდ, ცოტა ხნით მაცადონ. ჩემთვის, წყნარად  დავჯდე ამოჩემებულ სკამზე, ამოჩემებულ პოზაში. ამოჩემებული ჭიქით შავი, თურქული ყავა დავლიო და მოვწიო ერთი ღერი სიგარეტი.
მშიერ-მწყურვალთა დაპურების შემდეგ თავპირისმტვრევით უნდა შევარდე აბაზანაში, რომ ყველას მოასწრო , თორემ სამსახურში ისეთ დროს მოგიწევს მისვლა, როცა წესით, უკან უნდა ბრუნდებოდე. სამსახურსაც იტან რა, იმიტომ, რომ  გარეთ გადიხარ და თან შენი ერთი ლარიც გაქვს. მერე უნდა მოვარდე უკან, აკეთო სადილი და ვახშამი, რეცხო ჭურჭელი, ალაგო არეული სახლი, რომელიც მანამდე ირევა, სანამ ბოლომდე დაალაგებ. რეკო ტელეფონზე, რომ შენი ოჯახის გზაარეული ყოჩი ხრამში გადაჩეხვამდე  მოაბრუნო უკან.  რეკო შვილებთანაც, რომ ისინიც, ოღონდ არა ყოჩები, არამედ გზაარეული  ბეკეკოები სახლში მორეკო, დააპურო,  მიეფერო, რომ როგორმე დაიძინონ და შენ კი, ცოტა ხნით განმარტოვდე  საკუთარ თავთან, როცა აღარც ფიქრია და აღარც ოცნება, აღარც  წარსული და აღარც მომავალი და საერთოდაც, გავიწყდება, რომ უნდა გეფიქრა და გეოცნება.
დილით კი ყველაფერი იწყება თავიდან.

Welcome to WordPress.com. This is your first post. Edit or delete it and start blogging!

დიაგნოზი”კიბო”

გადავწყვიტე, მარტოდ წავსულიყავი…მოსაცდელი სავსე დამხვდა,ყველა ექოსკოპიის კაბინეტთან იყო ,რიგი დავიკავე და კედელს მივეყრდენი,უსაშველო,რომ მჭირს ექიმის გარეშეც ვხვდები..(.ნეტა ნაცნობი არავინ შემხვდეს) ერთმანეთის ამბებს ვისმენთ…სამ საათიანი ლოდინის შემდეგ, ჩემი რიგიც დგება…ექიმი მონაცემებს იწერს,ღირებულებას ვიხდი და მერე ვწვები ტახტზე…-”ეს შეიძლება აფრიკის, რომელიმე კუნძულის მცხოვრებს დამართნოდა!” “კი, მაგრამ სად იყავით აქამდე?”მერე ქირურგს ურეკავს:”მოდი განსაკუთრებული, შემთხვევაა…”
ეტყობა არ ეცალა ქირურგს და არ მოსულა..მერე ცდილობს დამამშვიდოს, თუმცა არაფერი მჭირს დასამშვიდებელი,რადგან თვით ყველაზე უარესისთვის მზად ვიყავი…
ქირურგის კაბინეტთან სკამზე ვჯდები…ისეთი გასაცოდავებული ვარ ჩემი თავი მებრალება…”მე მელოდებით?”-შევდივარ ექიმთან და ექოსკოპიის პასუხს ვაწვდი, ჩამოვჯექი…”კარები დახურეთ” ვდგები და ვხურავ კარებს, საკმარისია მუცელზე ხელით შემხებოდა და გადაწყვეტილებას იღებს: ონკოლოგიურში! თქვენ გიგანტური კისტომა გაქვთ და ოპერაცია სასწრაფოდ გჭირდებათ! -თქვენ, არ გამიკეთებთ? ხავს ვებღაუჭები…-ვნახოთ, მოიყვანეთ მეუღლე, შვილები და გადავწყვიტოთ…1200 ლარი ღირს ეს ოპერაცია”,ეტყობა ძალიან საბრალო გამომეტყველება მქონდა..(1200 ლარი ჩემს ოჯახისთვის დიდი თანხა იყო მაშინ…მხოლოდ მეუღლე მუშაობდა, ორი სტუდენტი შვილი…) მერე , მეორე ოთახში შევყევარ სადაც ,ქალები რამდენიმე ქალი უზის მაგიდას, მათ უხსნის, რომ სასწრაფოდ საოპერაციო ვარ,რადგან მუცელი სავსე მაქვს სიმსივნით..გადაპრანჭული ქალები თავებს აკანტურებენ და ნწუ, ნწუს იძახიან…მოვდივარ ქუჩაში განადგურებული და სრულიად უიმედო…”რა ეშველებათ ჩემს შვილებს?!” “სად იშოვის ჩემი საბრალო ქმარი ამ თანხას?” და კინო კადრივით გაირბინა მთელმა ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ